"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნება" გენერალურ პროკურორად ანრი ოხანაშვილის წარდგენას აპირებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ქართული ოცნება ანრი ოხანაშვილის დასახელებას აპირებს. თავდაპირველი ვერსიით განიხილებოდა დეპუტატ მამუკა მდინარაძის გადაყვანა საქართველოს პროკურატურაში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ოლიგარქის პარტიას პარლამენტში უფრო სჭირდება.  სახელდებოდა კიდევ ერთი კანდიდატი - გენპროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თუმცა ამჯერად  უწყებაში ფარცხალაძის კიდევ ერთი კადრის დაწინაურება ივანიშვილის გეგმებში არ აღმოჩნდა. 

თავად ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამაზე გითხარით ერთხელ უკვე, ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია ვის წარმოგვიდგენს. საპროკურორო საბჭო არავის არ სთავაზობს თანამდებობებს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში." ამბობს ოხანაშვილი და არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა გენპროკურორობის სურვილი. 

მმართველ პარტიას შოთაძის შემცვლელის კანდიდატურა რომ შერჩეული ჰყავს, გუშინ დაადასტურა გია ვოლსკიმაც.

საკანონმდებლო ორგანოში გენერალური პროკურორის კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა წარუდგინოს. მათ ვადა 28 ივნისამდე აქვთ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 23 მაისს დატოვა

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი