კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია - დაპირისპირება დმანისში

გამოქვეყნდა:

დმანისში, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია. სახელდება ორი გვარი - ასლანიშვილი და ოკმელაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ასლანიშვილი დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, ხოლო ოკმელაშვილი ე.წ. ზონდერი, რომელსაც როგორც ამბობენ, ქართული ოცნება მსგავსი "საქმეებისთვის" ხშირად იქყენებს.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, ჯგუფური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

თავად კახა ოქრიაშვილი კი მომხდარს პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცესკო-ში ამბობენ, რომ  საარჩევნო ოლქში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, დამატებით ინფორმაციას კი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეისწავლიან.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი