დაღესტანში შეტაკებებია | ისმის სროლის ხმა, არიან მოკლულები, გადამწვარია სინაგოგა

გამოქვეყნდა:

სროლა დაღესტანში - დერბენტსა და მაჰაჩყალაში მძიმე ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ყელი გამოჭრეს. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა იქვე მდებარე სინაგოგაზეც, რომელიც თავდამსხმელებმა გადაწვეს. განვითარებული მოვლენების შედეგად, არიან დაჭრილები და მოკლულები. მაჰაჩყალაში ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციასთან.

როგორც რუსულ პროპაგანდისტულ TASS-ს დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, დაახლოებით 18:00 საათზე [მოსკოვის დროით], დერბენტში უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და ეკლესიას.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პოლიციელი, ერთი კი დაიჭრა. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია ავტომობილი, რომლითაც ეჭვმიტანილები გაიქცნენ. უწყების განცხადებით, თავდამსხმელები  თეთრი ფოლკსვაგენით გადაადგილდებიან. 

არსებული ინფორმაციით, დაღესტანში შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი