შსს-ს ცნობით, დაღესტანში ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი | სახელდება მათი სავარაუდო ვინაობაც

გამოქვეყნდა:

დაღესტნის შსს-ს ინფორმაციით, მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარ თავდასხმებში მონაწილე ორი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია. მომხდარზე კი  სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლი).

სამინისტროს ცნობით, მაჰაჩყალაში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი  დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის შვილია.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ადილ და ოსმან ომაროვები.

შეგახსენებთ, დაღესტნის ქალაქებში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციას დაესხნენ თავს. მოკლულია მღვდელი, ხოლო სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი