მოკლულია 6 და დაჭრილია 12 პოლიციელი | ვითარება დაღესტანში

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით, დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. მოკლულია ექვსი პოლიციელი, მღვდელი და დაჭრილია 12 სამართალდამცველი.

ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების ძალები მუშაობას აგრძელებენ. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

ვრცელდება ინფორმაცია მძევლების შესახებაც, თუმცა ჯერჯერობით ეს არავის დაუდასტურებია.

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი