"მთავარი არხის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი დეპუტატი ანრი ოხანაშვილია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება "ქართული ოცნების" იმ ერთ-ერთი დეპუტატის ვინაობა ვისაც ვაშინგტონის სანქციები შეეხო. არაერთი წყარო გვიდასტურებს, რომ პოლიტიკოსი, რომელსაც შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა, მმართველი პარტიის წევრი ანრი ოხანაშვილია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველია სიაში, რომელშიც "ქართული ოცნების" დასანქცირებული მაღალჩინოსნები არიან. 

დადასტურებულია, რომ სანქცირებულთა სიაში ოხანაშვილის მოხვედრა პოლიტიკურ საქმიანობას - კერძოდ, რუსულ კანონს უკავშირდება. სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო მთავარი ფიგურა კანონის მიღებისას მას შემდეგ, რაც პროცეს მამუკა მდინარაძე ჩამოშორდა. ინფორმაციის წყარო ჩვენთან საუბარში ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ სანქცირება და ოხანაშვილის დასახელება გენერალური პროკურორობის კანდიდატად შესაძლოა ურთერთდაკავშირებული პროცესები იყოს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი