სახიფათო ცათამბჯენების მშენებლობაზე გაცემული ნებართვა. ოლიგარქის ფონდი "ქართუ" ქველმოქმედების სახელით 49-სართულიან 2 კომპლექსს ააშენებს. მთავარი პრობლემა ცათამბჯენების მდებარეობა და გაუმჭვირვალე ფინანსებია, რომელსაც ფონდი ყველა პროექტთან დაკავშირებით ასაიდუმლოვებს. ახალი კომპლექსი მტკვრის ნაპირზე განლაგდება სადაც სპეციალისტების შეფასებით მშენებლობა დაუშვებელია. ივანიშვილის მრავალმილიონიანი ახალი პროექტი თბილისს ასევე მორიგ სატრანსპორტო კოლაფსს უმზადებს.