"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ერთ-ერთი დეპუტატი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძეა. გამოცემა წერს, რომ მას აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
გუშინ, 24 ივნისს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ერთ-ერთი დეპუტატი ანრი ოხანაშვილია.
პოლიციის მაღალჩინოსნის, ხარებას და "ოცნების" დეპუტატის, დიტო სამხარაძის დასანქცირების შესახებ "მთავარი არხი" სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების გამოცხადების დღიდან, 6 ივნისიდან გიყვებოდათ.