ნარკოტიკების უკონტროლო ბაზარი საქართველოში | 33 წლის საბა ჩარკვიანის ტრაგიკული ისტორია - ემიგრანტი დედა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ისევ ნარკოტიკი და ისევ ზედოზირების შედეგად დაკარგული სიცოცხლე. 33 წლის საბა ჩარკვიანის ტრაგიკული ისტორია და ემიგრაციაში მყოფი დედა, რომელიც დახმარებას ითხოვს. ემიგრანტი მშობელი ახლა გამოძიებას ითხოვს და ასახელებს იმ ადამიანებს გვარებს, ვისაც, მისი მტკიცებით, საბას გარდაცვალებაში წვლილი მიუძღვით. დედა არ უარყოფს, რომ მისი შვილი ნარკოტიკდამოკიდებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სტატისტიკა კი უმძიმესია. ბოლო 3 თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1 416 პირიდან ნარკოტიკული თრობა 1 071 -ს დაუდასტურდა, აქედან 2 არასრულწლოვანია. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, თუმცა რეალობა სტატისტიკის იქით უფრო მძიმეა. როგორ ყიდიან სიკვდილს საქართველოში და როგორ ეწირება ამ ყველაფერს ახლგაზრდების სიცოცხლე და მომავალი. იხილეთ ირაკლი ბახტაძის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი