ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო ვერტმფრენი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.