მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გარდაცვლილია 33 წლის კაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანები.