ვინც ფუფუნებასა და პირად კომფორტზე დიდ ფულს ხარჯავს, ეს ნამდვილად არის უკრაინაში სისხლიანი ომის მთავარი შემოქმედი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც არა აგარაკი, არამედ ჯუჯა სახელმწიფო შეიქმნა მთელი თავისი ინფრასტრუქტურით კრასნოდარის ოლქში, გელენჯიკის მუნიციპალიტეტში. ფილმი დიქტატორის რამდენიმე მილიარდიან სასახლეზე ალექსეი ნავალნის ჯგუფმა გადაიღო. პუტინის ოპონენტი ალექსეი ნავალნი იყო პირველი, რომელმაც გელენჯიკის სასახლის შესახებ წლების წინ ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა. ამჯერად მისი იდეების გამგრძელებლებმა დიქტატორის მდიდრულ აპარტამენტის შიდა ინტერიერის გადაღება შეძლეს. სწორედ ამიტომაც კრემლისთვის ნავალნების ოჯახის მთავარი სამიზნეა. 2 დღის წინ ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანეს. და მოგონილი ბრალდებით დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.