შემოწმებულია: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანია ზელენსკისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანია ვოლოდიმერ ზელენსკის წინააღმდეგ - საქართველოდან არგენტინამდე, სადაც კარგად ჩანს კრემლის ხელი და კარგად ორგანიზებული პროპაგანდა. მთავარი ტყუილი და სიცრუე ასე უნდა გამოიყურებოდეს, ომში მყოფი პრეზიდენტი მის მეუღლესთან ერთად თითქოს დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებში ხარჯავს და საომარ რესურსებს ფლანგავს. ასე მოიგონეს, რომ თითქოს ზელენსკების ოჯახმა იყიდა კაზინო კვიპროსზე და სასახლე გაერთიანებულ სამეფოში, რაც მტკნარი სიცრუეა. ამ დეზინფორმაციულ კამპანიას რუსეთის საელჩოები აძლიერებენ; შედეგად იდენტური შინაარსის მსგავსი ტყუილები სრულიად განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონებში - აღმოსავლეთ ევროპიდან, ესპანეთის გავლით, ლათინურ ამერიკამდე ერთდროულად ვრცელდება. "შემოწმებულია" - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი - დავით კობიძის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი