ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში | არსებული ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - როგორც თვითმხილველები "მთავარი არხის" ვებგვერდს ატყობინებენ, აკაკის ქუჩაზე მომხდარი შეჯახების შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი.  

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა შუქნიშანზე მეორე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მოცურების შედეგად გაჩერებულ ავტობუსს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი