პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რუსულ კანონს ასაჩივრებს. "მთავარ არხს" მან დაუდასტურა, რომ სარჩელი უკვე გაგზავნილია.
"საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს", - თქვა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე.
პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ მზად აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, დღეს დეპუტატმა თამარ კორძაიამ თქვა, რომ პარლამენტის წევრები ასევე იმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.