დღეს დილით ურეკში ზღვაში 60 წელს გადაცილებული კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
"მთავრი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.