ყვარლის მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხის პრობლემაზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, საკითხის მოსაგვარებლად მილიონობით ლარი უშედეგოდ იხარჯება. მათივე ინფორმაციით, ამ პრობლემაზე ისინი უკვე წლებია, საუბრობენ, თუმცა უშედეგოდ.
ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით მიხეილ სააკაშვილს "დაავალე მიშას" კამპანიის ფარგლებში მიმართეს.
''დაავალე მიშას'' - კამპანიის პირველი დღე, რომელიც შიდა ქართლში გუშინ დაიწყო, საკმაოდ დატვირთული იყო. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ღონისძიების ჩატარებას ქვეყნის ყველა რეგიონში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად "ძალა ერთობაშიამ" 7 სექტემბერს დაასახელა.
ავტორი: ია გულიაშვილი