"ის რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ჟურნალისტი და ამერიკელია'' | ბაიდენი გერშკოვიჩზე

გამოქვეყნდა:

რუსეთში WSJ -ის ჟურნალისტის დაკავებას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.  ბაიდენის შეფასებით, ჟურნალისტის დაპატიმრების  მიზეზი მხოლოდ მისი ამერიკის მოქალაქეობაა. 

''დღეს ევან გერშკოვიჩს მიუსაჯეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩაუდენია დანაშაული.
სიტყვებს  ვერ ვპოულობ, ის რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ჟურნალისტი და ამერიკელია''- წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში

გერშკოვიჩისთვის 16 წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"  - "უოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს უსამართლოდ მიუსაჯეს 16-წლიანი პატიმრობა. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შეერთებულ შტატებში დაბრუნებას. "- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი