"6 ივნისს, სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ საქართველოს მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავებს" | სახდეპი დამატებით ზომებზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი აშშ-ის მიერ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სახდეპმა 6 ივნისს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მმართველი პარტიის ათობით თანამდებობის პირს, პარლამენტარებსა და სამართალდამცველებს:

"6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. 

ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება"  აღნიშნა ჯოშუა ჰაკიმ კონგრესში მოსმენის დაწყებამდე, სადაც საქართველოში მოახლოებული არჩევნების თემაზე დღეს უნდა იმსჯელონ.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, ჯოშუა ჰაკიმ კონგრესს უთხრა, რომ  მუშაობენ დამატებით ზომებზე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად, რომელიც "მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას"

შეგახსენებთ, აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი