იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი | რას ამბობენ პარტიებში

გამოქვეყნდა:

მომავალი პრეზიდენტი მოსახლეობის ნაცვლად, 300-კაციანმა საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება არა ნაკლებ 30 ხმოსანს. 

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი -  ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტთან გაიგივებით შეეცდება საერთაშორისო სანქციებისგან თავის დასაცავად გარკვეული დაცვის მექანიზმები შეიქმნას.

ივანიშვილის კანდიდატურის მიმართ სიმპათია არ დაუმალავს იუსტიციის მინისტრს, თუმცა მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამასთან აცხადებენ, რომ ინფორმაცია ივანიშვილის შესაძლო კანდიდატობაზე ოპოზიციის მიერ არის მოგონილი.

"ქართული ოცნების" ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს პრეზიდენტის თანამდებობა ქონებისა და გავლენების სანქციებისგან დასაცავად სჭირდება. ამასთან ოპოზიციის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს მათი მხარდაჭერა ექნება, თუ ის პრეზიდენტობას მეორე ვადითაც გადაწყვეტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი