"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" | ნათესავი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე

გამოქვეყნდა:

სვანეთში დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს ახალგაზრდების ადგილსამყოფელს და ორივე ბიჭი ცოცხალია. 

"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - დაწერა მან სოციალურ ქსელში. 

მანამდე მოძრაობამ ბრაკონიერების წინააღმდეგ დაწერა, რომ დაკარგულებთან კავშირზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია. 

სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი