ოლენივკაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

ოლენივკას ტერაქტიდან, რომლის დროსაც იზოლატორის დაბომბვას 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი წელი გავიდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. თბილისში, პარლამენტთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა.

ადგილზე საქართველოში მცხოვრები უკრანელები და ქართველი სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. 

სოფელი ელენივკა პრორუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო 2014 წლიდან, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

მომხდარს გამოეხმაურა "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, რომელმაც დაწერა, რომ პრიორიტეტული შეთანხმებები, რომლებიც გაერო-მ, წითელმა ჯვარმა, რუსულმა მხარემ და უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო 2022 წლის მაისში, ჯერ არ განხორციელებულა.

"რუსებს, მათთვის დამახასიათებელი ღალატით, არ აინტერესებთ ყველა ეს პუნქტი. ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის აპოგეა იყო 53 უიარაღო აზოველის სიკვდილით დასჯა ოლენოვკაში. ორი წლის წინ ძილში მოღალატეობით მოკლეს რუსების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმაში კოლონიის ყაზარმებში", - დაწერა მან. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი