დანიის საგარეომ მაცნობა, რომ შეჩერდა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, ბიუჯეტი 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო | აქუბარდია

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ წერილით მიმართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყებიდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონ დანიურ კრონას წარმოადგენდა. 

"მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო რუსული კანონი, ჩვენ შედეგად ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რამდენადაც კარები "ქართულმა ოცნებამ" თავად გამოაჯახუნა NATO-სა და ევროკავშირის. ჩვენ, მათ შორის, ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც შეერთებული შტატების შემდგომ, როდესაც გაუქმდა ეს მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება. 30 მილიონი ევროკავშირმა გაყინა, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და დღემდე, მე თავდაცვის მინისტრისგან, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მიმიღია. 

მე მინდა დღეს გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ჩემს კითხვაზე, დანიის მხრიდან, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების, შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის. 

შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და 22-ე მუხლები, რომელიც დემოკრატიას ეხებოდა დაზიანდა, არამედ უკვე კონსტიტუციის 70-ე მუხლი, რაც სახელმწიფო თავდაცვას გულისხმობს და ეს უმძიმესი ვითარება, რითაც ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა ჩვენმა თავდაცვამ, ისევე როგორც რეპუტაციული ზიანი მიადგა მას არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე როგორც თავდაცვის უნარიანობისთვის. მე მივმართავ თავდაცვის მინისტრს, როდემდე აპირებს ის, რომ დაუმალოს ინფორმაცია საკუთარ ხალხს, იმ შეჩერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, რას აპირებენ, როგორ მოახერხებენ აი ამ თანხების გაყინვის, ისევე როგორც ამხელა რეპუტაციული ზიანის შემდგომ, რაიმე ტიპის ღირსებით სადმე ევროკავშირში წასვლისთვის. როდესაც მათ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი არა გაუგებრობა არის, არამდე დაგეგმილი პროვოკაციაა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. გამომდინარე აქედან, მე ვაპირებ, რომ ასევე ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებს მივმართო წერილობით იმიტომ, რომ მივიღო რეალური ინფორმაცია, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ხალხს უმალავს იმ მძიმე შედეგს, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის დააყენა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, მიუხედავად მათი ყალბი გამჭვირვალობის მოთხოვნისა, რითაც ამ ქვეყნის კურსი რეალურად შეატრიალეს რუსეთისკენ," - განაცხადა აქუბარდიამ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი