შსს ადასტურებს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - აფგან სადიგოვი. უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.

თავდაპირველად დაკავებაზე იფნორმაცია ჟურნალისტის ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - განუცხადეს "მთავარს" შსს-ში.

რამდენიმე კვირის წინ სადიგოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს. 

"მთავართან" საუბარში ის ყვებოდა, რომ არ განუმარტავთ, რატომ ეკრძალება მესამე ქვეყანაში, კერძოდ თურქეთში წასვლა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ საქართველოს ხელიუსფლება აზერბაიჯანის დავალებებს ასრულებს, სადაც ის ორჯერ იყო პატიმრობაში. მისი თქმით, აღარ გრძნობდა აქ თავს უსაფრთოდ და ამის გამო გადაწყვიტა მესამე ქვეყანაში წასვლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი