სესხი კურიერებისთვის - სიახლე ევროკრედიტში
მიიღე სასურველი თანხა სკუტერის უზრუნველყოფით
ლოჯისტიკის და ონლაინ კომერციის სამყაროში საკურიერო კომპანიებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და დღითიდღე მეტი ადამიანი ინტერესდება საკურიერო სფეროში დასაქმებით. სკუტერი კი გადაადგილებისთვის კომფორტულ, ეკოლოგიურად სუფთა და მოსახერხებელ ტრანსპორტად იქცა.
საკურიერო სფეროში დასაქმებულებისთვის "ევროკრედიტმა" საკრედიტო ბაზარზე ახალი პროდუქტი წარადგინა - სესხი კურიერებისთვის, სკუტერის უზრუნველყოფით. პროდუქტი სპეციალიზებული სესხია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საკურიერო სფეროში, ან სულაც არ არიან დასაქმებული კურიერებად და აქვთ შემოსავალი. მთავარი და უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ევროკრედიტის სკუტერით უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობისას, სკუტერი მფლობელის სახელზე, მისი მართვის უფლებით რჩება.
კურიერების სესხის აღება მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ, სკუტერის ღირებულების 100%-ით დაფარვით. გაცემის საკომისიო კი 0%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 50%-მდე.
სესხი კურიერებისთვის - ახალი პროდუქტის პირობები
ევროკრედიტი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2011 წლიდანაა წარმოდგენილი და მომხმარებელს ამ დრომდე ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობდა. წელს კომპანიამ კონკრეტულად თვითდასაქმებულებზე მორგებული სესხიც შესთავაზა ბაზარს, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდება. Ივლისიდან კი ევროკრედიტმა ახალი პროდუქტი, სპეციალურად კურიერებზე მორგებული სესხი გამოუშვა. კურიერების სესხის აღება შესაძლებელია, ახალი სკუტერის შესაძენად, ასევე სხვადასხვა სამოხმარებლო მიზნებისთვის, ან სულაც კურიერისთვის საჭირო ისეთი ინვენტარის შესძენად, როგორებიცაა ჩაფხუტი, GPS სისტემა, Bluetooth სისტემა და ა.შ.. ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ შეხვდეთ მოულოდნელ ხარჯებს მომზადებული და სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეძლოთ, თანაც სკუტერის გადაფორმების გარეშე და Რაც მთავარია, სკუტერი ტარების უფლებით თქვენთან რჩება.
Სესხის ასაღებად, საკმარისია იყოთ 21 წელზე მეტის, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი. Ევროკრედიტი სკუტერის უმაღლეს შეფასებას გთავაზობთ და სესხს 4000₾-მდე მოცულობით გასცემს.
Როგორ ავიღოთ სესხი კურიერებისთვის?
Ბარიერების გარეშე და რაც შეიძლება მეტი სიმარტივე, კომპანიის კონცეპტუალური მიდგომაა ნებისმიერი საკითხის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურიერებისთვის განკუთვნილი სესხის მიღებაც მარტივი და სწრაფი პროცედურის გავლით ხდება. Ამისთვის საკმარისია დარეკოთ ნომერზე 0322904000 და ევროკრედიტის სესხის ოფიცერი დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული პირობების მისაღებად. Სესხის მიზნობრიობას კომპანია არ ამოწმებს, სესხის მიღება კი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ. Მინიმუმადეა შემცირებული სესხის გაცემისთვის საჭირო დრო და სკუტერის შეფასების პროცედურა. Აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სესხის აღების შემთხვევაში, სკუტერის შესაფასებლად დაგჭირდებათ ევროკრედიტის რომელიმე სერვისცენტრში ვიზიტი.
ევროკრედიტის ახალი პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი ონლაინ ან დარეკოთ ნომერზე (032) 2 90 4000