რა გახდა გორში გამკაცრებული საპოლიციო მოქმედებების მიზეზი პოლიციისგან - მოქალაქეებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ელოდებიან. არაოფიციალური კომენდანტის საათის საქმეზე გამოძიების კითხვებს ორი პირი უპასუხებს, რომლებსაც სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ.
გასული 1 თვის განმაბლობაში პოლიციამ გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, არაოფიციალური კომენდანტის საათი გამოაცხადა. სამართალდამცველები ხალხს 9 საათის შემდეგ, ქუჩაში გადაადგილებას უკრძალავდნენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აჩერებენ, ჩხრეკენ და სახლში შესვლას აიძულებენ. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო.