"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა - სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი.

სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია. 

"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, იდენტიფიცირებულია დამნაშავე. თუმცა, უცნობია, უძღოდა თუ არა სროლას წინ რაიმე სახის შელაპარაკება. რა იყო დანაშაულის მოტივი, ეს ამ დროისთვის უცნობია.

თავდაპირველად, სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ ajaratimes.g-მ გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი