შატილის კოშკები ზიანდება | სააგენტოს კონსერვაციის გეგმა არ აქვს

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის კიდევე ერთი ძეგლი, რომელიც ყოველდღე ნადგურდება შატილის კოშკებია. კლდის ფერდობზე უნიკალური მასალით აგებული ციხე კოშკები, რომლებიც საუკუნოვან ისტორიას ასახავს, ნგრევის პირასაა. შატილის კოშკები 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

კედლები დაზიანებული და დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის, მორღვეულია ქვების წყობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე კოშკია, რომელთა ნაწილიც უკვე ჩამონგრეულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტუაცია წლიდან წლამდე უარესდება. 

სპეციალისტები კოპლექსში ნგრევის გახშირებულ შემთხვევებს ხელისუფლების უყურადღებობით ხსნიან და პასუხისმგელობას მთავრობას აკისრებენ.

შატილის კოშკების გარდა საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,  გერგეტის სამებას, რომლის რეაბილიტაცია შეჩერებულია. მეთოთხმეტე საუკუნის ტაძარი სახურავის გარეშეა დარჩენილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი