სოფელ დიღომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ფიზიკური დაპირისპირება და შელაპარაკება უძღოდა.
როგორც შსს-მ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.