დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 16 აგვისტომდე დაკეტილია. მიზეზი კი "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბაღლინჯოებია, რომელიც ექსპონატებზე აღმოაჩინეს. საუბარია იმ ნახატებზე, რომელებიც შენობის პირველ სართულზეა დაცული. ამ ეტაპზე სპეციალისტები იკვლევენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ეროვნულ გალერეაში დაცულ საგანძურს, ან როგორ უნდა მოხდეს მწერების ლიკვიდაცია ნახატების დაზიანების გარეშე. ჯერჯერობით გაურკვეველია რა მდგომარებაა გალერიის მეორე სართულზე, სადაც ნიკო ფოროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი. გალერეა უკვე სამი დღეა ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ფაქტს, რომ ნახატების ნაწილზე მწერებია აღმოჩენილი, "მთავარ არხს" უდასტურებენ რესტავრატორებიც.