უკრაინის არმიის სპიკერი: პუტინმა, კურსკის დასაცავად, უკრაინიდან "შედარებით მცირე" ჯარის დანაყოფების გაყვანა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პუტინმა კურსკის დასაცავად უკრაინიდან "შედარებით მცირე" ჯარის დანაყოფების გაყვანა დაიწყო - ამის შესახებ უკრაინის არმიის სპიკერი გამოცემა POLITICO-სთან საუბრობს. 

"რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ტერიტორიიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდანაც, გადაიყვანა თავისი ჯარის დანაყოფების ნაწილი", - განუცხადა გამოცემას დმიტრო ლიხოვიიმ.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიის წაღებით არაა დაინტერესებული და მას საკუთარი ხალხის დაცვა სურს. უწყების ცნობით, შეტევა შეჩერდება მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობას დათანხმდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი