წულუკიანის უწყება მორიგ სკანდალში | ეროვნული გალერეის საგანძური ნადგურდება

გამოქვეყნდა:

თეა  წულუკიანის უწყება მორიგ სკანდალში გაეხვა. კულტურის სამინისტრო უკომენტაროდ ტოვებს, რატომ გაუქმდა ეროვნულ გალერეაში ყველა გამოფენა და რატომ დაიხურა შენობა ვიზიტორებისთვის. "მთავარი არხის" ინფორმაციით კი გალერეში, სადაც ეროვნული საგანძურია დაცული, ტილოებზე მავნე მწერები აღმოაჩინეს. გალერეაში უკვე გამოძახებული არიან რესტავრატორები, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რამდენად დიდი ზიანი მიადგა გალერეაში განთავსებულ ნახატებს და ემუქრება თუ არა საფრთხე ფიროსმანის უნიკალურ ნამუშევრებს. საქართველოს ეროვნულ გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში სადიზენფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს და ამ ხნის განმავლობაში ტილოები საცავში შეინახება, თუმცა რა პირობებში, ეს უცნობია

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი