ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "მთავარ არხს" საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.
17 წლის ახალგაზრდა, გუშინ დაიკარგა. ადგილობრივების თქმით, ის სხვა მოზარდებთან ერთად მდინარეზე შუადღისას წავიდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა.