შვედეთში "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

შვედეთში "მაიმუნის ყვავილის" (Mpox) პირველი შემთხვევა დადასტურდა - როგორც უცხოური მედია წერს, ეს ვირუსული ინფექციის აფრიკის გარეთ დაფიქსირების პირველი შემთხვევაა. 

მანამდე, 14 აგვისტოს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოჰყვა. კონგოს გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.

ცნობილია, რომ ვირუსული ინფექცია "მაიმუნის ყვავილი" ახლო კონტაქტით ვრცელდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი