მედია: უკრაინელებმა რუსეთში ააფეთქეს ხიდი, რომელიც ოკუპანტების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს, რომელიც ოკუპანტების მომარაგებისთვის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ინფორმაცია მედიის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

ხიდის ჩამონგრევის შედეგად გლუშკოვსკის რაიონის 30-მდე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი და მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგება მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი. 

ცნობილია, რომ ხიდი HIMARS-ებით ააფეთქეს. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვიs უკრაინა კურსკის ოლქში 82 დასახლებას აკონტროლებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი