სამტრედიაში, სატვირთო და მსუბუქი მანქანების შეჯახების შედეგად, 2 პირი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ საჯავახოში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი