ბათუმში, სანაპიროზე, ორსართულიანი რესტორნის აშენება იგეგმება | მიწა 15-წლიანი იჯარით გასხვისდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე, ახალ, ორსართულიან რესტორანს ააშენებენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" წერს და აღნიშნავს, რომ მშენებლობაზე ბათუმის მერიაც თანახმაა. მათი ინფორმაციით, პროექტი კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, 26 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე სივრცეს და პატარა სკვერს მოიცავს.

გამოცემის ცნობით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიამ 15-წლიანი იჯარით გაასხვისა. აღსანიშნავია, რომ ზღვის პირას მდებარე 1 790 კვადრატული მეტრი ტერიტორიიდან, სასყიდლიანი იჯარით მხოლოდ 670 კვადრატული მეტრია გაცემული. ამ პირობების თანახმად მოიჯარე კომპანია შპს "555" ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად იჯარის ქირას - 72 550 ლარს გადაიხდის.

ცნობილია, რომ შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა.

„სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ერთ წელში მთლიანად მოწესრიგდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ხელშეკრულებაშია გაწერილი“, - უთხრა გამოცემა "ბათუმელებს" მარად აბულაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი