თიანეთის თითქმის ყველა სახელისუფლებო პირი ენმ-ის ყოფილი წევრია - თამაზ მეჭიაური

გამოქვეყნდა:

თამაზ მეჭიაური ძალადობრივ პროცესებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენლებს უკავშირებს და საკუთარი მძღოლის თვითმკველობის მცდელობაზე საუბრობს. გარდა ამისა, თიანეთის მერი, მეჭიაური ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სახელისუფლებო წარმომადგენელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მართვაში "ოცნების" დამფუძნებლები არ არიან ჩართულები. მმართველ ძალას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან. სწორედ ისინი დომინირებენ საპარლამენტო და აღმსასრულებელ ხელისუფლებაში. მე ვერ გეტყვით მათ სახელებს და გვარებს, რადგან ფაქტობრივად, ყველა ყოფილი ნაციონალია, - ამბობს თამაზ მეჭიაური "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი". 

გარდა ამისა, მეჭიაური არაა დარწმუნებული, რომ საკუთარ საქმიანობას უკავშირდება ხუმარაშვილის კონფლიქტი თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის მდგომაროება ამ დროისთვის მძიმეა - ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს-მ საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნება" 2016 წელს დატოვა. 31 ოქტომბრის არჩევნებზე კი ის მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისათვის იბრძოლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი