ახალციხეში ენმ-ს შტაბი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო დაკეტეს

გამოქვეყნდა:

ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი დაკეტილია. მიზეზი კოვიდინფიცირების გამო, შტაბის 2 წევრის იძულებით კარანტინში გადაყვანაა. 

ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობას აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 306;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 481;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი