"რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება" | მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს

გამოქვეყნდა:

 

უამინდობის გამო ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს. "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის ბესო დონაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება.

"რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება. გასაგებია, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები,მაგრამ უნდა დასრულდეს დროულად, რათა გადაადგილება შეძლოს მოსახლეობამ. სამწუხაროდ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" თავისი გუნდის წევრების დასჯას არ აპირებს. არ არის საპატრულო ეკიპაჟები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ცუდად და დაუგეგმავად. არ ხდება შრომის უსაფრთხოების და საერთოდ უსაფრთხოების დაცვა," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი