თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
"მთავარს" ქალის გარდაცვალების ფაქტს იუსტიციის სამინისტროში და შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსგავს შემთხვევებზე, როგორც წესი, გამოძიება აღნიშნული მუხლით იწყება და შემდეგ ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო.