გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სამი ადამიანის მკვლელობისთვის 40 წლამდე ასაკის ზვიად ზურაბაშვილი იძებნება. მოკლულებს შორის არიან სავარაუდო დამნაშავის ცოლი, 30 წლამდე ფიქრია ტუგულაშვილი და ბავშვობის მეგობრები - მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს და მაშინ როდესაც ერთ - ერთი ადგილობრივი შემთხვევით შევიდა ზურაბაშვილების სახლში, ორი მოკლულო უკვე ადგილზე დახვდა. მესამე მოკლული კი სოფელ ზეგაანში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ - ერთი მოკლული მალხაზ მამისაშვილი ზურაბაშვილებთან სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
სოფელში ამბობენ, რომ ზურაბაშვილმა თვენახევრის წინ დატოვა ციხე, სადაც სასჯელს ცოლზე ძალადობისთვის იხდიდა.
მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
"მეტლახს აგებს [ მოკლული] ისევე გდია მეტლახთან, თუ სასიკვდილო იყო რატომ მიიყვანა სახლში, ძმაკაცობდა და აბა რა გავიგოთ? საკუთარ სახლში მოიყვანა, რომ ემუშავა, თავისი ძმაკაცი და იქვე, სადაც მუშაობდა მკვდარია, მივედი მკვდარი ვნახე...
ადრე ნასამართლევია ეჭვიანობის ნიადაგზე. ვინც მოკლა, მაგისმა ძმამ ,შარშან გიორგობაზე პური ჭამეს, ციხეში იყო ეგ ბიჭიც ადრე და რომ გამოვიდა ამ გოგოს არ იცნობდა, უმაღლესი გოგო და რომ გაიცნო ადღეგრძელა და ხელზე ეამბორა და მერე ამან რა მოხდა როგორ იყო, იეჭვიანა და მერე ყველა რომ წავიდა-წამოვიდა ამ გოგოს გაუსწორდა, უკნიდან მიეპარა და დანა დაუსვა" ამბობს მეზობელი.
შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ია გულიაშვილი