მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ექიმი დანაშაულს აღიარებს. როგორც ექიმ მარკ ჩავესის ადვოკატი სასამართლოში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "წარმოუდგენლად ნანობს" იმ წვლილის, რაც მსახიობის სიკვდილში მიუძღვის.
ფედერალური პროკურორების თქმითაც, ჩავესმა დანაშაული აღიარა და ხელი საპროცესო შეთანხმებას მოაწერა. ის ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში ის პარასკევს შუადღისას გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ჩავესი ერთ-ერთია იმ ხუთი ადამიანიდან, ვინც მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დააკავეს.
სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 2023 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა.