"გლდანში, ივანიშვილის მილიციამ მძევლად აიყვანა ირაკლი ეძგვერაძე!!! ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი და გლდანის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი" - წერს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზებაა.
"მთავარი არხი" დეტალების გარკვევას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 სექტემბერს, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს, კახა ალადაშვილს, ჯაბა ზარასპაშვილსა და დავით დანელიას გლდანში, "ოცნებასთან" დაახლოებული პირები ეძგვერაძის კერძო საკუთრებაში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.