ეძგვერაძის დაკავებისას სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, უფლებამოსილებას გადაამეტეს | იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პოლიციელი

გამოქვეყნდა:

უცნობია დაინტერესდება თუ არა სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ სამართალდამცავებით, რომლებმაც სავარაუდოდ უფლებამოსილებას გადაამეტეს, როდესაც გუშინ ღამით, გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. 

"მთავარმა" შეძლო ერთ-ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება - გიორგი ზუბადალაშვილი. კადრებში ჩანს, რომ ის ეძგვერაძეს დაკავების დროს ყელში სწვდა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ. ეძგვერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში მათ ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ.  იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი