"მთავარის" ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცემეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა მმართველ გუნდში განმარტებას არ აკეთებენ რა გახდა თანაპარტიელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.  

"მთავარი" საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია უარყო, თუმცა თქვა, რომ ასეთი საქმეები პოლიციის გამოსაძიებელია და არა ჟურნალისტების:

"მე არავის ვუცემივარ არც გუშინწინ და არც გუშინ. მე ისევ საკრებულოს თავმჯდომარე ვარ ახალქალაქში, რატომ უნდა ვეცემე ვინმეს? ჯერ ეს ერთი, ასეთ ამბებს ჟურნალისტები კი არა, პოლიცია უნდა იძიებდეს... თქვენ რატომ გადამიწყვიტეთ, რომ მცემეს?

თუ ეს ასე მოხდა, ვისგანაც გაიგეთ იმასთან გაარკვიეთ.

მე მსგავსი პრობლემა არ მქონია. ამით ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ დაკავებული, ეს პოლიციელების საქმეა.  

მე არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ეს ტყუილია. თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ ჯობია. სამწუხაროდ მე თქვენი დახმარება არ მჭირდება.

გუშინ ახალციხეში ვიყავი, ჩემ მეგობართან და ისევ დავბრუნდი ახალქალაქში. ღამე მეძინა ცოლთან. არანაირ ინციდენტს ადგილია არ ჰქონია. რამე რომც ყოფილიყო ჩემ თავს თავად მოვუვლი სხვისი დახმარება არ მჭირდება." ამბობს "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, რომელიც ასევე "ოცნების" წევრია. 

არსენ კარაპეტიანი, ენმ-ის ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ შემთხვევა ახალქალაქში, ვიწრო წრეში მოხდა, თუმცა დეტალები მისთვისაც უცნობია - "დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა და მერე ალბათ რაღაცა ვერ გაიყვეს და ვერ შეთანხმდნენ" - ამბობს კარაპეტიანი.  

კომენტარს არ აკეთებს ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი