რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია: 

  • "ქართული ოცნება" - 25 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %
  • "ევროპული საქართველო" - 5 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 3 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3 %
  • "გირჩი" - 2,5 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %
  • "ლელო საქართველოსთვის"  - 2 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 3 %
  • არ ვიცი - 19 %
  • უარი პასუხზე - 14 %

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა: 

  • "ქართული ოცნება" - 38 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
  • "ევროპული საქართველო" - 9 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 4 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
  • "გირჩი" - 3 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 3 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 2 %

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი