2023 წლის განმავლობაში საქართველოში კიბოს 11 863 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის ვებგვერდზეა მოცემული. უწყება მონაცემებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად ეს მაჩვენებელი ბოლო 8 წლის განმავლობაში რეკორდულია. წინა წლების სტატისტიკა ასეთია
2023 წელს გამოვლენილი 11 863 შემთხვევიდან 6 335 ქალია, 5 528 კი კაცი. რაც შეეხება ასაკობრივ დაჯგუფებას ზრდასრულ ასაკში ყველაზე მეტი შემთხვევა 65-69 წლის ასაკის ადამიანებში გამოვლინდა -2 007 შემთხვევა.
არასრულწლოვანებში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა კი ასეთია.
ბოლო 4 წელში 78%-ით არის გაზრდილი სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების ახალი შემთხვევები.
ავტორი: ნინო ზედგენიძე