ავლაბარში სახლი ჩამოინგრა | დაზიანებულია მანქანა

გამოქვეყნდა:

ავლაბარში, ხიდისთავის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარე სახლის კედელი ჩამოიშალა, შედეგად დაზიანდა მანქანა.შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "მთავარ არხს"  თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.

დაზიანებული ავტომობილის მეპატრონის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მიყენებულ ზარალზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი