"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა.
კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე მიანიშნებენ. ვარაუდობენ, რომ ბესო ქართველიშვილს ავტომობილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაუზიანეს და ამბობენ, რომ ხელისუფლება ოპონენტების განეიტრალებას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.
“დღეს, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის სახე, არ არიან დაინტერესებულები მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი და ასეთ ვანდალურ ქმედებებს ახალისებენ. ახლა მოვედით პოლიციაში, თითქოს და დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.